1.1. კომპანია ნივთის/პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას შეკვეთის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი/პროდუქტი წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესის დაცვით.
ნივთის/პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:
2.1. ნივთის/პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ ვებგვერდზე მითითებულ ნომერს და აცნობოთ ნივთის/პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი ნივთის/პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა კომპანიის ელ. ფოსტის მისამართზე.
2.3. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტისმიღებიდან 5კალენდარულიდღისგანმავლობაში
2.4. თუ ნივთს/პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.
2.5. ნივთის/პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 3სამუშაო დღისა თბილისში და რეგიონში 10 სამუშაო დღისა.
2.6. ნივთის/პროდუქტის დაბრუნების დროს ნივთს/პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).
2.7. ნივთის/პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. ნივთი/პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. ნივთს/პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.7.3. ნივთს/პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.7.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან;
2.8. გამონაკლის შემთხვევებში პროდუქტის/ნივთის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია გამყიდველისა და კომპანიის მიერ ორივე მხრიდან თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, კომპანიისა და გამყიდველის მიერ თქვენთვის მოწოდებული პირობებით.
- ანაზღაურების წესი:
3.1. წინამდებარე პოლიტიკის 2.8. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში თუ კომპანია და გამყიდველი თანხმობას აცხადებს მომხმარებლის მიერ ნივთის/პროდუქტის საგამონაკლისო წესით დაბრუნებაზე ასეთ შემთხვევაში, კომპანია იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ ნივთში/პროდუქტში გადახდილი თანხის:
3.1.1. 80-90%-მდე იმ შემთხვევაში, თუ ნივთის/პროდუქტის ქარხნულიშეფუთვადაუზიანებელია ანგახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ ნივთს/პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
3.1.2. 60-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ ნივთის/პროდუქტისქარხნულიშეფუთვადაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ ნივთს/პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი.
3.1.3. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ ნივთს/პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს ნივთს/პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს ნივთში/პროდუქტში გადახდილი თანხა.
3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ამასთანავე, 3.1.1. და 3.1.2 პუნქტში მითითებული თანხები ჩაითვლება კომპანიის სერვისის საფასურად.
3.3. კომპანია მომხმარებელს შეძენილი ნივთის/პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში.