თქვენი კალათა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ჩვენ შესახებ

წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში – პოლიტიკა) წარმოადგენს შპს ტანტას  (შემდგომში – კომპანია) პოლიტიკას, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების მოპოვების, დამუშავებისა და დაცვის პრინციპებს და მექანიზმებს.

პოლიტიკის მიზანია: 1) კომპანიის მიერ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა; 2) პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოდა; 3) პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დებულებების დაცვა.

მომხმარებელი კომპანიის კუთვნილ მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს, შესაბამისი ველების შევსების გზით, კომპანიას ნებაყოფლობით გადასცემს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

კომპანიისათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შემდეგ, მათში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს კომპანიას ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების თაობაზე.

კომპანია მომხმარებლებისგან პერსონალურ მონაცემებს იღებს და ამუშავებს მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და მათთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით.

კომპანია პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

კომპანიის მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება კომპანიასა და მომხმარებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდში.

კომპანიასა და მომხმარებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, კომპანია აარქივებს მომხმარებლის შესახებ პერსონალურ მონაცემებს და ინახავს მათ არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიას მოსთხოვოს მის შესახებ დაცული პერსონალური მონაცემების განადგურება. მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების განადგურების მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია გაანადგუროს აღნიშნული მომხმარებლის შესახებ არქივში დაცული პერსონალური მონაცემები. ამასთან, კომპანია უფლებამოსილია არქივში გააკეთოს ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლის შესახებ დაცული პერსონალური მონაცემები განადგურდა ამავე მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

კომპანიის უფლებამოსილი პირი/შესაბამისი თანამშრომელი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნით. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი  დამუშავება. დაუშვებელია, უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება გადასცეს სხვა პირს კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის (დირექტროის) თანხმობის გარეშე.

მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მონაცემთა დასაცავად მიიღებს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.

კომპანია ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას.

კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების სტრუქტურიზებას და მათ დალაგებას კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით (ფაილური სისტემა).

კომპანია ვალდებულია თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით აწარმოოს ფაილური სისტემის კატალოგი და აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია:

კომპანიის მიერ მოპოვებული/მომხმარებლისგან მოწოდებული პერსონალური მონაცემები ინახება ელექტრონული ფორმით, კომპანიის იმ მობილური აპლიკაციის სისტემაში, რომელშიც რეგისტრირდება მომხმარებელი (შემდგომში – სისტემა).

სისტემაში არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს კომპანიის შესაბამის თანამშრომელს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემების საიდუმლოება, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.

კომპანია უფლებამოსილია, მისი უფლებების დასაცავად, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გადასცეს იმ მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კომპანიის უფლებების დაცვის პროცესში, მაგალითად: ადვოკატს, ექსპერტს და ა.შ.

კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გადასცეს იმ კონტრაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გასაწევი მომსახურების ხელშეწყობას, მაგალითად: საკურიერო მომსახურების განმახორციელებელი კომპანია.

კომპანიის მიერ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების მესამე პირთათვის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია გადაცემის მიზნებისთვის.

კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების მიმღები მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დაკისრება.

პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოახდინოს შემდეგი ინფორმაციის შენახვა: რა სახის პერსონალური მონაცემები გადაეცა მესამე პირებს; ვის გადაეცა პერსონალური მონაცემები; როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა პერსონალური მონაცემების გადაცემა. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში.

წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.